1 თებერვალი, 2026
დეველოპერული კომპანია Bilderz წარმოგიდგენთ ახალ საცხოვრებელ პროექტს — „ბილდერზ ისანი“, რომელიც ისნის ბულვარის მიმდებარედ, ნადირაშვილის ქუჩაზე შენდება.
პროექტი მდებარეობს ერთ-ერთ სწრაფად განვითარებად უბანში, რომელიც გამოირჩევა როგორც საცხოვრებლად კომფორტული გარემოთი, ასევე ყოველდღიური საჭიროებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის სიახლოვით. კომპლექსთან ახლოს მდებარეობს ისნის ბულვარი, სარაგბო ბაზა „შევარდენი“ და N85 საჯარო სკოლა.
„ბილდერზ ისანი“ მოიცავს 102 საცხოვრებელ ბინას, კომერციულ სივრცეს და 39 მიწისქვეშა საპარკინგე ადგილს. პროექტში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ბინები — 1-საძინებლიანი ბინები 51 მ²-დან და 2-საძინებლიანი ბინები 68.1 მ²-დან.
კომპლექსი შექმნილია თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნების გათვალისწინებით. დაგეგმილია 1 000 მ² გამწვანებული ეზო, ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეებით.
„ბილდერზ ისანი“ შენდება თანამედროვე სამშენებლო სტანდარტების შესაბამისად, ხარისხიანი მასალებისა და ენერგოეფექტური სისტემების გამოყენებით. პროექტში გათვალისწინებულია უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები, რაც უზრუნველყოფს მაცხოვრებლებისთვის დაცულ და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს.
ბინების შეძენა შესაძლებელია 990 $/მ²-დან.
პროექტის დასრულება დაგეგმილია 2027 წლის ბოლოს, ხოლო ბინები მფლობელებს გადაეცემათ მწვანე კარკასის მდგომარეობაში.
1 დეკემბერი, 2021 დღეს პროექტ „სახლი დიდ დიღომში“-ს მშენებლობა ოფიციალურად და...
1 მარტი, 2022 შპს „ბილდერზსა“ და შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შ...
1 თებერვალი, 2022 შპს „ბილდერზსა“ და საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ კომერციულ ბა...
14 ივლისი, 2026 პროექტ „ბილდერზ ისანში“ სამშენებლო სამუშაოები დაგეგმილი გრაფი...