28 იანვარი, 2022
შპს „ბილდერზსა“ და კომპანია „ქონსთრაქშენ სერვისს“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანია პროექტ „ბილდერზ ისანში“ საძირკვლის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს.
„ქონსთრაქშენ სერვისი“ საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და ამ მიმართულებით ერთ-ერთ გამოცდილ კომპანიას წარმოადგენს. მისი განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ასევე არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტი.
ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს „ბილდერზის“ ერთგულებას ხარისხის მიმართ და სრულად შეესაბამება პროექტის მთავარ გზავნილს — „ახალი ხარისხი ისანში“. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი სამშენებლო სტანდარტებითა და სანდო პარტნიორების მონაწილეობით შექმნილი საცხოვრებელი გარემო.
5 მარტი, 2022 დღეს, დაგეგმილი სამშენებლო გრაფიკის შესაბამისად, პროექტ „სახლი დიდ დი...
1 მარტი, 2022 შპს „ბილდერზსა“ და შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შ...
ბილდერზ ისანის პროექტში სამშენებლო სამუშაოები გრაფიკის სრული დაცვით მიმდინარეობს. ამ ეტაპ...
14 ივლისი, 2026 პროექტ „ბილდერზ ისანში“ სამშენებლო სამუშაოები დაგეგმილი გრაფი...