"ბილდერზი" საქართველოში ფუნქციონირებადი დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც ამ დროისთვის წარმატებით დაასრულა ორი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ძველ თბილისსა და დიდ დიღომში. ჩვენი კომპანია შექმნილია ძლიერ ფინანსურ ბაზაზე, მრავალი ათეული წლის გამოცდილების მქონე გუნდისგან და ყველა პროექტი დაფინანსებულია წინასწარ, რაც მშენებლობის გაყიდვებისგან დამოუკიდებლად და შეუფერხებლად წარმართვას უწყობს ხელს. ჩვენი კომპანიისთვის “ბილდერზ ისანი” წარმოადგენს მესამე პროექტს, რომელიც გამორჩეული დიზაინითა და ხარისხით შენდება. სწორედ ამიტომ პროექტის მთავარი სლოგანია - “შენი ფერადი მისამართი”. კომპანია ამ პროექტებით არ შემოიფარგლება და აქტიურად განაგრძობს დეველოპერულ ბიზნესს.