ბილდერზ ისანი არის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ისნის ბულვარის მიმდებარედ, ნადირაშვილის ქუჩაზე შენდება. ის აერთიანებს გამორჩეულ არქიტექტურას, გააზრებულ ინფრასტრუქტურასა და ყოველდღიური საჭიროებებისთვის გათვლილ სივრცეებს.
საცხოვრებელ ბინებთან ერთად გათვალისწინებულია 39 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი და კომერციული სივრცე. პროექტში ასევე დაგხვდებათ 1000 კვ.მ გამწვანებული ეზო, სადაც დაგეგმილია ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა.
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შენობა აღიჭურვება თანამედროვე სისტემებით — სახანძრო სიგნალიზაციით, წყლის ავზით, შიდა და გარე ჰიდრანტებითა და გენერატორით, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში ლიფტებისა და პარკინგის შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს.
ბილდერზი ისანი მტკვრის სანაპიროს სიახლოვეს, ქალაქის ერთ-ერთ სწრაფად განვითარებად და პერსპექტიულ უბანში მდებარეობს. ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ქმნის კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს და ზრდის პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობას.
მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი დასრულება 2027 წლის დეკემბერში იგეგმება.